მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 ბავშვი დაიღუპა, 922 კი დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.

დონეცკი – 443
ხარკივი – 272
კიევი – 123
ხერსონი – 87
მიკოლაივი – 83
ზაპოროჟიე – 84
ჩერნიგოვი – 68
ლუჰანსკი – 66
დნეპროპეტროვსკი – 64

გენერალური პროკურატურის ეს მონაცემები არ არის საბოლოო და ის მოიცავს მხოლოდ იმ ბავშვების რაოდენობას, რომელთა ვინაობების გადამოწმება და დადასტურება მოხერხდა.

ბევრ რეგიონში, სადაც საომარი მოქმედებები გრძელდება და ამასთანავე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 3126 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 338 კი მთლიანად განადგურდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button