მნიშვნელოვანირეგიონი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კახეთში სამმართველო გახსნა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კახეთში სამმართველო გახსნა

რეგიონალური სამმართველო თელავში გაიხსნა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, ახალი ოფისი მოადგილეებთან და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

“თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი რეგიონალური სამმართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელებს საშუალებას მისცემს კახეთის რეგიონში მომხდარ სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებით, მოახდინონ დროული რეაგირება და საქმეზე ჩაატარონ ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება”- განაცხადა კაციტაძემ.

ახლადგახსნილი ოფისი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.

ოფისს აქვს გამოკითხვის და ამოცნობის ოთახები, ტელეხიდის სისტემები, ბავშვის გარემოზე მორგებული არასრუწლოვანის ოთახი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კახეთის რეგიონალური სამმართველო კონკურსის გზით შერჩეული კადრებით დაკომპლექტდა.

ახალი ოფისების გახსნა მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button