მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბრიტანეთის დაზვერვა ოკუპანტების სავარაუდო დანაკარგის შესახებ ცნობას ავრცელებს

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალების და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ პირად შემადგენლობაში დაჭრილთა და დაღუპულთა რიცხვი 175 000-დან 200 000-მდეა. ეს მონაცემები დღეს, 17 თებერვალს გამოაქვეყნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა. მისი ინფორმაციით, მოკლულია 40 000-დან 60 000-მდე პირი.

ბრიტანული დაზვერვის განმარტებით, თანამედროვე სტანდარტებით, მოკლულებისა და დაჭრილების თანაფარდობა საკმაოდ მაღალია და დიდი ალბათობით, გამოწვეულია რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდწილად განუვითარებელი სამედიცინო მომსახურებით.გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის შეფასებით, რუსეთის დანაკარგი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის სექტემბრიდან, „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ. ბრიტანული დაზვერვა ჯერჯერობით არაფერს წერს უკრაინის დანაკარგების შესახებ.
უწყება წერს, რომ მოკლული პერსონალის თანაფარდობა დაჭრილებთან შედარებით, ძალიან მაღალია, რაც თავის მხრივ განპირობებულია, ძალიან დაბალი სამედიცინო დახმარების დონით, რუსეთის მთელს სამხედრო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო პერსონალის ყველაზე დიდი ნაწილი უკრაინულ საარტილერიო ცეცხლს ემსხვერპლა. ამასთან ერთად, მაღალი დანაკარგები აქვს დაქირავებულ მებრძოლთა კომპანიას, “ვაგნერს” – რომლებმაც, დიდი რაოდენობით მსჯავრდადებული წვევამდელები წაიყვანეს ფრონტის ხაზზე. მათ, დიდი ალბათობით, მსჯავრდადებულებისგან შემდგარი სამხედრო ძალის 50%-მდე უკვე დაკარგეს.

რუსეთი და უკრაინა ომში დაღუპული და დაჭრილი სამხედროების რიცხვს ოფიციალურად არ ასაჯაროებენ. 24 თებერვალს, ერთი წელი სრულდება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 17 თებერვლამდე პერიოდს.

მათი ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა მხარემ 800 ჯარისკაცი, 16 საარტილერიო სისტემა, 2 ტანკი და სხვა სამხედრო აღჭურვილობა დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 141 260
​ტანკი – 3 298
ჯავშანტექნიკა – 6 520;
საარტილერიო სისტემა – 2 322
სარაკეტო სისტემა – 467
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 241
თვითმფრინავები – 298
ვერტმფრენი – 287
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 013
საკრუიზო რაკეტები – 871
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 187
გემი/ნავი/კატარღა – 18
​ სპეციალური აღჭურვილობა – 221.

მსგავსი პოსტები

Back to top button