რეგიონი

ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება.

პროცესი რაიონულ სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, სხდომას ბრალდებული დაესწრება.

“სასამართლო ბანკის ძარცვის ფაქტზე იმსჯელებს.

დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. ბრალდებული სხდომას დაესწრება, რადგან ეს მისი მოთხოვნაა“, – აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავეს.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button