მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ხარკივის ოლქის გრიანიკოვკას, ლუჰანსკის ოლქის ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის ვასიუკოვკას, დუბოვო-ვასილევკას, ბერხოვკას, ბახმუტის და ივანოვსკოეს დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 10 სარაკეტო და 25 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 143 680 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 20 თებერვლამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3316
ჯავშანტექნიკა – 6553
საარტილერიო სისტემა – 2334
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 471
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 243
თვითმფრინავი – 299
ვერტმფრენი – 287
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2018
ფრთოსანი რაკეტა – 873
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5209
სპეცტექნიკა – 225
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთს, სავარაუდოდ, არ აქვს საკმარისი რეზერვები, იმისთვის, რომ ამ ზამთარს ლუგანსკის ოლქში შეტევის მასშტაბები მკვეთრად გაზარდოს. ISW-ის ცნობით, ამ ეტაპზე, რუსული შეტევები ძირითადად სწორედ ლუგანსკის ოლქში მიმდინარეობს.

ყოველდღიურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე კრიტიკული სატანკო ქვედანაყოფის არარსებობა მიუთითებს იმაზე, რომ რუსი სამხედროები აგრძელებენ ძალისხმევას აღჭურვილობის, განსაკუთრებით ტანკების, შესაცვლელად, რომელიც დაიკარგა წინა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციების დროს.

ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთს კვლავ აქვს რეზერვში რამდენიმე მექანიზებული დანაყოფები, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შეზღუდული რეზერვი მკვეთრად შეცვლის შეტევების კურსს ლუგანსკის ოლქში.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეტევებს გააგრძელებს და შესაძლოა, დროებით მოიპოვოს კიდეც იმპულსი, თუმცა აღნიშნავენ, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსეთს მნიშვნელოვანი მიღწევები არ ექნება.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button