მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში სამართლებრივი დევნა დაიწყო რუსეთის 246 და ბელარუსის 16 მოქალაქის მიმართ

საქართველოში 2023 წელს, 1-ელი იანვრიდან დღემდე, დაახლოებით რუსეთის 137 000 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 150 913 გავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში სამართლებრივი დევნა დაიწყო რუსეთის 246 და ბელარუსის 16 მოქალაქის მიმართ. აღნიშნულის შესახებ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შს მინისტრმა განმარტა, ამ მხრივ ქვეყანაში კრიმინალის გაზრდის საფრთხე არ არსებობს.

„ომის დაწყებიდან, ანუ 2022 წელი მთლიანად რომ ავიღოთ, დანაშაული არის 0,5%. რიცხობრივად არის რუსეთის – 246 მოქალაქე, რომელზეც დევნა დაიწყო, 314 დანაშაულზე. რაც შეეხება ბელარუსს, ბელარუსის 16 მოქალაქეზე დაიწყო დევნა, 18 საქმესთან მიმართებით. მთლიანობაში კი, 0,5% -ია [დანაშაულის რიცხვი] რაც ქვეყანაში მოხდა. ასე რომ, ამ კუთხით, რაიმე საფრთხე, კრიმინალის გაზრდის საფრთხე ქვეყანაში არ გვაქვს“ , – განაცხადა გომელაურმა.

გუშინ რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე არ შემოუშვეს, ატყდა ამბავი, თითქოს ქვეყანა დაინგრა, გუშინ მაგალითად რუსეთის ცხრა მოქალაქე არ შემოვუშვით ქვეყანაში, ქალბატონი ხოშტარია მობრძანდა აეროპორტში და ატეხეს ამბავი, როგორ შეიძლება, არ შემოუშვითო, დანარჩენ რვა ადამიანზე რატომ არ იკითხა, მიკვირს,
როგორც გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, ოპოზიცია არასდროს კითხულობს იმ ქართველების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში დღეების განმავლობაში არიან გაჩერებული.

„გული მწყდება ხოლმე, როდესაც ქართველები სხედან ამა თუ იმ საზღვართან და არ უშვებენ. არ მინახავს ოპოზიციიდან ვინმე გამოსული და ეთქვას, რა ხდებაო ან ელჩს მიმართონ. მშიერი ზის ჩვენი მოქალაქე აეროპორტში. სახელმწიფოს ბილეთის ფული გაგვიგზავნია, რომ უკან ჩამოსულიყო. ამაზე ხმას არავინ იღებს. ერთი მხრივ ამბობენ, ნუ უშვებთ რუსებსო და ვიღაცაზე ატყდა ამბავი, როგორ არ უშვებთ, ეს ებრძვის მარტო რუსეთის პრეზიდენტსო. ეს მიდგომა ჩემი აზრით, არასწორია. ჩვენს მოქალაქეებს მივხედოთ, რომლებსაც დაწყებული მექსიკის საზღვრიდან დამთავრებული სხვა ქვეყნებით, არ უშვებენ. არცერთ ქვეყანაში არ არსებობს ეს კანონი. ჩვენ მივიღეთ და არ ვუშვებთ აქედან ხალხს, რომელსაც ბილეთი აქვს აღებული, აქვე ვაჩერებთ, რადგან რაღაც კრიტერიუმები არსებობს და არ ვუშვებთ.

ზოგს უკან წამოსასვლელი ბილეთი აღარ აქვს. ამ თემაზე ხმა არავის ამოუღია. ნერვიულობენ, ორი დღე რატომ სხედან რუსები აეროპორტშიო. მაგალითს მოვიყვან, ყაზბეგის პუნქტზე იჯდა ქალი დაახლოებით ათი დღე, ატყდა ამბავი, ყველამ დარეკა, ელჩებმა, არასამთავრობოებმა. ამ ადამიანს თურმე დასდევენ სპეცსამსახურები, „ფეესბე“, დროზე შემოუშვით, უნდა დაიჭირონო. როცა მოდიოდნენ ელჩები პირადად ჩემთან, აღარ დავასახელებ ელჩების სახელებს და გვარებს, ვეუბნებოდი, ეს ადამიანი ორჯერ გადავიდა და გადმოვიდა საზღვარზე, ორჯერ ჩაურტყეს ბეჭედი, შებრძანდა რუსეთში, გამობრძანდა. თუ ეძებენ, დასდევენ, უნდოდათ დაეპატიმრებინათ, კაციშვილმა ხელი არ მოკიდა? ყველა ჩუმდებოდა, კაი, ჩვენ ასე გვითხრეს, ბოდიშიო და მიდიოდნენ უკან. ეს არის რეალობა. ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ხოლმე. ეს ქალი მერე სხვა ქვეყანაში წაიყვანეს“, – განაცხადა გომელაურმა.

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, კითხვა-პასუხის დროს, ერთ-ერთი დეპუტატი 2022 წელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემებით დაინტერესდა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ნამდვილად არაა ისე, თითქოს რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა კატასტროფულად გაიზარდა და რაღაც უბედურება ხდება.

„მილიონ ოთხასი ახსენეთ, კი ბატონო, მაგრამ ეს არის თითოეული კვეთა, 2022 წელს 869 000 პიროვნებაა შემოსული. მილიონ ოთხასი კვეთა არის მთლიანად, რადგან ვიცით, ძალიან ბევრია რუსეთის მოქალაქე, რომელიც ვთქვათ, ტაქსაობს, ტვირთს ეზიდება, შეიძლება, დღეში სამჯერ ან ხუთჯერ გადმოვიდეს საზღვარზე. ომის დაწყებიდან დღემდე, წლის განმავლობაში მთლიანად შემოვიდა 913 000 ადამიანი და 866 000 უკან გავიდა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, აქ ლაპარაკია პიროვნებებზე და არა კვეთაზე. ასევე, 2019 წელს შემოსული იყო რუსეთის მილიონ 64 000 მოქალაქე და გავიდა მილიონ 67 000 მოქალაქე. გეთანხმებით, რომ 2020 და 2021 წლებთან შედარებით, წელს გაიზარდა, თუმცა 2018-ში და 2019-ში ბევრად მეტი იყო. დაახლოებით 300 000-ით მეტი იყო, ვიდრე 2022 წელს. ეს არის ფაქტები, მე არ ვიგონებ და ამ ციფრებს არ ვწერთ ჩვენ. ეს არის სტატისტიკა. წლევანდელ წელს, 2023 წელს შემოვიდა თითქმის 137 000 რუსეთის მოქალაქე და გასულია 150 913 რუსეთის მოქალაქე. ანუ, 13 934 ადამიანით მეტი გავიდა წელს, პირველი იანვრიდან. ნამდვილად არაა ისე, რომ კატასტროფულად გაიზარდა და რაღაცა უბედურება ხდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოში 2023 წელს, 1-ელი იანვრიდან დღემდე, დაახლოებით რუსეთის 137 000 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 150 913 გავიდა.

როგორც გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა 2020 – 2021 წლებთან შედარებით გაზრდილია.

„2022 წელს რუსეთის 869 874 მოქალაქეა შემოსული, ეს მთლიანად მილიონ 400 კვეთაა. ვიცით, რომ საზღვარზე ძალიან ბევრია, რომელიც ტაქსაობს, ტვირთს ეზიდება. შეიძლება რუსეთის მოქალაქე დღეში 3-ჯერ და 5 ჯერ გადავიდეს და გადმოვიდეს საზღვარზე.

2022 წელს რუსეთის 809 873 მოქალაქე გავიდა უკან. აქ პიროვნებებზეა ლაპარაკი და არა საზღვრის კვეთაზე.

2019 წელს შემოსული იყო მილიონ რუსეთის 64 000 მოქალაქე და გასული იყო მილიონ 67 ათასი მოქალაქე. გეთანხმებით, რომ გაიზარდა 2020 და 2021 წლებთან შედარებით, თუმცა 2019 და 2018 წლებში ბევრად მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, 300 ათასით მეტი იყო, ვიდრე 2022 წელს . ეს არის ფაქტი, ამ ციფრებს მე არ ვიგონებ და არ ვწევთ ჩვენ, ეს არის სტატისტიკა.

2023 წელს, დაახლოებით რუსეთის 137 000 მოქალაქე შემოვიდა და გასულია რუსეთის მოქალაქე – 150 913. 2023 წლის 1-ელი იანვრიდან რუსეთის 13 934 -ით მეტი მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა.

ის რომ კატასტროფულად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში და უბედურება ხდება, ნამდვილად არ ხდება .

მე არ ვლაპარაკობ საზღვრის კვეთაზე. ერთმა ადამიანმა შეიძლება დღეში 30-ჯერ გადაკვეთოს და გადმოკვეთოს საზღვარი. ეს ადამიანი არ შეიძლება 30 ადამიანად შევაფასოთ, ის არის 1 ადამიანი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის თქმით, უკრაინაში ომის დაწყებიდან, გასული წლის 24 თებერვლიდან დღემდე შემოსულია 917 000 რუსეთის მოქალაქე და გასულია 866 000 ადამიანი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ქვეყანაში შემოსული რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებით კრიმინალის გაზრდის საფრთხე არ გაზრდილა. ასე უპასუხა მან “მინისტრის საათის” ფარგლებში მმართველი პარტიის დეპუტატის კითხვას, ნოდარ ტურძელაძეს.

“ქართული ოცნების” დეპუტატი დაინტერესდა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან საფრთხეებიდან.

“სტატისტიკას გეტყვით: ომის დაწყებიდან 2022 წელში მთლიანად რომ ავიღოთ, 0,5 პროცენტია მთლიან სტატისტიკასთან, რიცხოვნობით არის 246 რუსეთის მოქალაქე, 314 დანაშაულზე დაიწყო დევნა. ბელარუსის 16 მოქალაქეზე 18 საქმეზე დაიწყო… ასე რომ საფრთხეს, კრიმინალის გაზრდის საფრთხე არ გვაქვს…

ის, რომ წელს რაღაც გაიზარდა… გაიზარდა 2020-თან და 2021 წელთან შედარებით. თუმცა, 2018 და 2019 წლებში ბევრად მეტი, 200-300 ათასით მეტი იყო, ვიდრე 2022 წელს. ეს არის ფაქტბი. ეს არის სტატისტიკა. წელს, 2023 წელს თითქმის 137 ათასი და გასულია 150 913. ანუ 13 934 ადამიანით მეტი გავიდა წელს, რაც შემოვიდა პირველი იანვრიდან”, – თქვა მინისტრმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციითვე, 2022 წლის განმავლობაში რუსეთიდან 869 874 ადამიანი შემოვიდა 809 873 გავიდა. ამ მონაცემების მიხედვით, გასულ წელს რუსეთიდან შემოსული 60 ათასი რჩებოდა ქვეყანაში.

უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია გაიზარდა, განსაკუთრებით 2022 წლის 21 სექტემბრიდან, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა მობილიზაცია გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button