მნიშვნელოვანირეგიონი

ჯეოჰოსპიტალში დამწვრობებითა და მუცლის ძლიერი ტკივილით შეყვანილი ბავშვი, თბილისში გადაიყვანეს

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში დამწვრობებითა და მუცლის ძლიერი ტკივილით შეყვანილი მცირეწლოვანი, თბილისში გადაიყვანეს.

კატასტროფის სამედიცინო ცენტრის რეანომობილმა, გურჯაანი ცოტა ხნის წინ დატოვა.

ბავშვთან ერთად იმყოფება 60 წლამდე ასაკის ბებია, რომელიც ირწმუნება, რომ მცირეწლოვანზე დედა ძალადობდა.

“ბავშვს დამწვრობები აქვს, ასე ვიცი, რომ სცემდა, თვალიც ჩაშავებული ჰქონდა, თქვა, მე ვცემეო. არ დამინახავს, მაგრამ თავითონ ამბობდა. ამისი დედ-მამა ერთად არ ცხოვრობენ და ბავშვი მასთან იყო “- ამტკიცებს ბებია.

მცირეწლოვანის სოფელში ყვებიან, რომ ბავშვის დედას ოჯახიდან წასვლა აიძულეს, მცირეწლოვანზე კი, მამიდა ძალადობდა.

საქმეში ჩართულია პოლიცია, რომელიც ადგენს, რა გარემოებებში გაუჩნდა მცირეწლოვანს ტანზე დამწვრობები და რამ გამოიწვია მუცლის ძლიერი ტკივილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button