მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი 29 000-მა ქართველმა მოითხოვა

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ცნობით, 2022 წელს ევროკავშირსა და შენგენის ზონაში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ საქართველოს 29 000-მა შესახებ განაცხადა, რაც საქართველოსთვის 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

EUAA-ის ცნობით, მათგან 2022 წელს განაცხადი პირველად საქართველოს 26 400-მა მოქალაქემ გააკეთა, განმეორებით კი 2 397-მა. თავშესაფრის მიღებაზე დადებითი პასუხი კი მათგან 4%-მა მიიღო.

შედარებისთვის, კოვიდპანდემიის დაწყებამდე 2019 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე თავშესაფრის მიღებაზე განაცხადი საქართველოს 22 118-მა მოქალაქემ გააკეთა. EUAA-ის ცნობით, 2022 წელს ევროკავშირში თავშესაფარი ჯამში 966 000-მა ადამიანმა მოითხოვა, მათი უმრავლესობა სირიიდან, ავღანეთიდან და თურქეთიდანაა. 2021 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავშესაფრის მიღების შესახებ განაცხადების რაოდენობა 21%-ითაა გაზრდილი.

ამ რიცხვში არ შედიან უკრაინის მოქალაქეები. 2022 წლის 4 მარტს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული დროებითი უსაფრთხოების დირექტივის ფარგლებში, დაახლოებით 4 მილიონმა უკრაინელმა ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი თავშესაფარი დაჩქარებული წესით მიიღო.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 14 970 მოქალაქემ მიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button