ეუთო უცხოელი აგენტების შესახებ კანონრპოექტთან დაკავშირებით დასკვნას ამზადებს

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) განცხადებით, ე.წ. უცხოელი აგენტების კანონპროექტის შესახებ სამართლებრივ დასკვნას ამზადებს.
ორგანიზაციამ აღნიშნულის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეუთოს ქვეყნებს აქვთ ვალდებულება მიიღონ კანონმდებლობა ღია და ინკლუზიური საჯარო კონსულტაცების პროცესის მეშვეობით. და რომ ასოციაციებსა და მათ წევრებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი კონსულტაციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანონები პირდაპირ გავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე.
„გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტია. ოდირი სამართლებრივ დასკვნას ამზადებს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონპროექტის შესახებ საქართველოში, რათა შევაფასოთ საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობა და ჩვენ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვან საქმეზე”, – წერს ეუთო/ოდირი.
ამასთან, ODIHR აღნიშნავს, რომ ეუთო-ს ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება მიიღონ კანონმდებლობა ღია და ინკლუზიური საჯარო კონსულტაციების პროცესის გზით. როგორც ის აღნიშნავს, ასოციაციებსა და მათ წევრებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი კონსულტაციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანონები პირდაპირ გავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში “ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ “რუსულ კანონპროექტს” განიხილავენ. სხდომაზე იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. პარლამენტთან გაიმართა აქცია კანონის წინააღმდეგ.