მნიშვნელოვანისიახლეები
საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს. აქციაზე საქართველოს რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი. უკვე გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
აქციის მონაწილეები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, აღნიშნული კანონპროექტები კი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
შეკრება მოქალაქეებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც “ოცნებამ” რუსული კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათის ნაცვლად დღეს გადმოიტანა და ამ წუთებში პირველი მოსმენით სასესიო დარბაზში განხილვა მიმდინარეობს.
აქციის პარალელურად, მობილიზაცია აქვს გამოცხადებული შსს-ს.