მნიშვნელოვანისიახლეები

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა

საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. კადრებში ჩანს, რომ იქ შეკრებილი ადამიანები დაიფანტნენ და სახეზე იფარებენ ხელს. ადგილზეა წყლის ჭავლის სპეციალური მანქანა და ისმის გაფრთხილების შეტყობინება, რომ მოქალაქეები უნდა დაემორჩილონ კანონს.პარლამენტის შენობის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, სპეციალური დანიშნულების რაზმი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდნენ.
ვითარება ამ დროისთვის უკიდურესად დაძაბულია. არიან დაკავებულებიც, თუმცა ამ დროისთვის უცნობია ვინ და რამდენი პირი დააკავეს.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილები სკანდირებენ: “რუსებო, რუსებო”.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button