რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა

რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებულია 90 სამხედრო მოსამსახურე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ გაცვლის ფარგლებში ტყვეობიდან დაბრუნდა 130 ადამიანი.
ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ 130 მებრძოლი, მათ შორის მარიუპოლის 87 დამცველი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
„ეს არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მეომრები, ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები, ტრანსპორტის სპეციალური სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები,“ დაწერა ერმაკმა ტელეგრამის არხში. „მათ შორის არის მარიუპოლის 87 დამცველი, რომელთაგან 71 ‘აზოვსტალიდანაა’. ასევე ვაბრუნებთ ბახმუტისა და სოლედარის რაიონში ტყვედ აყვანილებს – მთლიანობაში 35 ადამიანს დონეცკის მიმართულებიდან.“
ერმაკმა დასძინა, რომ ტყვეთა უმრავლესობას, რომლებიც ამ გაცვლის ფარგლებში ბრუნდებიან, მძიმედ დაჭრილები შეადგენენ.
ცნობისთვის, აქამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინული ტყვეობიდან 90 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნეს.