ოკუპანტებმა დღეს, ხერსონი დაბომბეს
ბოლო 4 დღეში ვაგნერელებემა ბახმუტის მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ავტომობილი დაიწვა და 3 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ნიკოლაევსკის გზატკეცილზე ჭურვის მოხვედრის გამო მანქანა იწვის. ცნობილი გახდა, რომ ნიკოლაევის გზატკეცილზე მტრის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა“, – წერს პროკუდინი.
ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბოლო 4 დღეში ვაგნერელებემა ბახმუტის მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს.
“ბოლო 4 დღის განმავლობაში, ვაგნერელებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღმოსავლეთის უმეტესი ნაწილი დაიკავეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქის დაცვას აგრძელებენ”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვის თქმით, ბახმუტის დასავლეთის მიმართულება ქალაქ ბახმუტში ომის ზპნად იქცა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ამან, შესაძლოა, გაართულოს ვაგნერელთა მცდელობები, გააგრძელონ ფრონტალური შეტევა დასავლეთზე.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინული ძალები რუსეთის მცდელობების მიმართ ბახმუტის დასავლეთის მიმართულებით დაუცველი რჩება. ამასთან, ექსპერტები ამბობენ, რომ რუსული ძალები ბახმუტის აღებას ჩრდილოეთისა და სამხრეთის გვერდის ავლით ცდილობენ.