ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს
რუსეთმა უკრაინაში 160 540 ჯარისკაცი დაკარგა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.
“ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და შახტერსკის მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 5 სარაკეტო და 35 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 14 მარტამდე პერიოდს. ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 160 540 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3484
ჯავშანტექნიკა – 6789
საარტილერიო სისტემა – 2519
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 495
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 260
თვითმფრინავი – 304
ვერტმფრენი – 289
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2120
ფრთოსანი რაკეტა – 907
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5367
სპეცტექნიკა – 256
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.