სასტიკი ბრძოლები სამი ქალაქისთვის მიმდინარეობს უკრაინელებმა 50 მოიერიშე მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 50 იერიშზე მეტი მოიგერიეს, სასტიკი ბრძოლები სამი ქალაქისთვის მიმდინარეობს.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„მოწინააღმდეგე ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარიინკას მიმართულებებზე საიერიშო ქმედებების საწარმოებლად ახდენს. ამასთან, დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მიერ მოწინააღმდეგის 50 იერიშზე მეტი იქნა მოგერიებული. ყველაზე სასტიკად ბახმუტის, ავდეევკასა და მარიინკას დასახლებული პუნქტების რაიონებისთვის ბრძოლები რჩება“, – წერია გენერალური შტაბის განცხადებაში.
განცხადებაში დაკონკრეტებულია, რომ დღის განმავლობაში მოწინააღმდეგემ 2 სარაკეტო, 25 საავიაციო დარტყმა მიიტანა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 6 დაბომბვა განახორციელა.უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსებმა ავდიივკა კიდევ ერთხელ დაბომბეს. მისივე ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.
“მტერმა სარაკეტო შეტევა დაიწყო ქალაქ ავდიევკაზე. პირველი რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა, მეორე ასევე ინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა”, – წერს იერმაკი.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობა თავშესაფარში იმყოფებოდა, ამიტომ მსხვერპლი არ არის.