მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსმა მობილიზებულმა მძევლად თანამებრძოლები აიყვანა

1 აპრილის საღამოს ბრიანსკის რეგიონში ერთ-ერთმა მობილიზებულმა მოქალაქემ მძევლად აიყვანა თავისი თანამებრძოლები მას შემდეგ, რაც უკრაინაში თავისი ძმისშვილების დაღუპვის შესახებ შეატყობინეს.

ცნობილია, მობილიზებულმა 35 წლის კაცმა შეიტყო უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ძმისშვილების დაღუპვის შესახებ. რუსმა მძევლად აიყვანა სამი ოფიცერი და დაახლოებით ხუთი მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, მას თან ჰქონდა ავტომატი და ხელყუმბარები, რომელთა გამოყენებასაც აპირებდა. გავრცელებული ცნობებით, მძევლების აყვანის შემდეგ, მობილიზებულს არანაირი მოთხოვნა არ დაუყენებია. მას შემდეგ, რაც კულტურის სახლს პოლიციამ ალყა შემოარტყა, იგი სამართალდამცველებს ჩაბარდა.

კაცი მძევლებთან ერთად კულტურის ცენტრში ჩაიკეტა. მისი სამხედრო ნაწილის მეთაურმა მოლაპარაკება სცადა. წინასწარი მონაცემებით, მან წარმატებას მიაღწია, ამიტომ ერთი საათის შემდეგ ოკუპანტი დანებდა და მძევლები გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ ცნობები უკრაინულ მედიაში გავრცელდა რუსული “BAZA-ს” ტელეგრამის არხზე დაყრდნობით. რუსეთის ოფიციალურ წყაროებს ოფიციალურ წყაროებს მძევლების აყვანის შესახებ ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button