მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის მომავალი მხოლოდ მის ევროპელ მეგობრებთან ერთადაა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის მომავალი მხოლოდ მის ევროპელ მეგობრებთან ერთადაა.

საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ზურაბიშვილმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის დროს ისაუბრა, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის გაერთიანების მნიშვნელობაზე.

“საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებენ დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას. საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება. ჩვენ ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ გასული 20 წლის მანძილზე.

ჩვენ ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს გასული 20 წლის მანძილზე.

დროა, ალიანსი ქმედითი ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში, აქ, ვილნიუსში, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს. ზოგადად, არავინ არ უნდა დაუშვას საქართველოს და ქართველი ხალხის იმედგაცრუება. არავინ არ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო, მისი ახლად და ადვილ სამიზნედ გახდეს”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ეს მისი მეორე ოფიციალური ვიზიტია პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში გაემგზავრა დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ალექსანდრე ელისაშვილი და თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი.

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გააღრმაოს ურთიერთთანამშრომლობა ნატო-სთან, მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და მუდმივ მცდელობებს, გააძლიეროს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ლიეტუვას სურს, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას და გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ლიეტუვა და ჩვენი ხალხი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განწყობასა და სიმტკიცეს. შეხვედრაზე შესაძლებლობა გვქონდა, დეტალურად განგვეხილა პერსპექტივები ლიეტუვასა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის სფეროებში, ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგზე და ევროატლანტიკურ ინტეგრაციისადმი მხარდაჭერაზე, ინსტიტუციურ და უწყებრივ ურთიერთთანამშრომლობაზე“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს გასულ წელს ევროპული პერსპექტივის მინიჭება მიულოცა.

„გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის მოკლე და მარტივი გზა. ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა. ეს არის გასაგები და ხელშესახები რეფორმები, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნის მოქალაქეებისთვის და კეთილდღეობისთვის. ჩვენ გვწამს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის და გვჯერა, ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსოლოდირებელი, რომ განახორციელოს რეფორმები.

შეხვედრაზე ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციაზე. აუცილებლობაზე, რომ გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობები და გაძლიერდეს პროევროპული და პროატლანტიკური მისწრაფებები. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ზეწოლა მედიაზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებზე არ არის გზა, რომელიც აძლიერებს დემოკრატიას და საზოგადოების მედეგობას“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

ამასთან, როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განიხილეს ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, რომელსაც, მისივე თქმით, დიდი შედეგები აქვს როგორც ევროპის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

„რუსეთი ისევ აგრძელებს დამღუპველ ომს, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს ასევე რეგიონში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინისადმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდამჭერი უკრაინისადმი. ასევე მნიშვნელოვანია აგრესორისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება. ეკონომიკური სანქციები ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა.

პრეზიდენტო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გააღრმაოს ურთიერთთანამშრომლობა ნატო-სთან. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ თქვენ თავად აირჩიოთ ალიანსები. გარე ძალებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და მუდმივ მცდელობებს, გააძლიეროს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და გააძლიეროს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ასევე აყვავებული სახელმწიფო“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა მოკლე და მარტივი გზა არაა, გვწამს თქვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნაუსედამ აღნიშნა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმის აუცილებლობაზე, რომ გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გატარდეს რეფორმები, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობები და პროევროპული, პროატლანტიკური მისწრაფებები.

“გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს თავის მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის ხანმოკლე და მარტივი გზა, ეს ქვეყნის ტრანსფორმაციის გზაა, ეს არის გასაგები და ხელშესახები რეფორმები, რომელსაც სარგებელი მოაქვს, ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის. ჩვენ გვწამს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა მთავრობისთვის კონსოლიდაცის მიზეზი გახდება, რომ განახორციელოს რეფორმები. საზოგადოების მედეგობა, ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობებისა და პროევროპული და პროატლანტიკური მისწრაფებების გაძლიერება. პოლიტიკურად მოტივირეებული საქმეები, ზეწოლა მედიასა და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებზე არ არის გზა, რომელიც დემოკრატიას და მოქალაქეობის მედეგობას აძლიერებს. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გააღრმაოს ურთიერთთანამშრომლობა ნატოსთან, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ თქვენ თავად აირჩიოთ ალიანსები. გარე ძალებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში,” – აცხადებს ნაუსედა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, ეს იქნება ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება. პრესკონფერენციამ გაიმნრატ პირისპირ და მრავალმხრივი შეხვედრები.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ და ქართველმა ხალხმა, როგორც გასულ წლებში, ასევე ბოლო დღეების განმავლობაში დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისადმი ურყევი ერთგულება.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს საზოგადოების 80%-ის არჩევანია ევროკავშირში ინტეგრაცია და უალტერნატივო მიზანია EU-ის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება.

“ბატონო პრეზიდენტო, დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველომ სირთულეებით სავსე 32 წელი გამოიარა. ქართველმა ხალხმა მრავალი სიძნელე და გამოწვევა გადალახა თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების არჩევანის დასაცავად, ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. საქართველომ და ქართველმა ხალხმა, კიდევ ერთხელ, ამ დღეებში და არა ერთხელ, გასული წლების მანძილზე დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისადმი თავისი ურყევი ერთგულება. საქართველოს მოსახლეობის 80%-ის არჩევანია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული.

გასული ათწლეულის მანძილზე, საქართველომ უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე, გვქონდა მრავალი წარმატება, თუმცა სირთულეც ბევრი იყო თუ არის დღესაც. 2022 წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება იყო ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის გეოგრაფიული კედელი, რომელიც იყო აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის, საბოლოოდ დაინგრა და ეს კითხვა, საქართველო ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და პერსპექტივას, უკვე აღარ არსებობს ჩვენს წინაშე – ეს არის დიდი მიღწევა. დღეს კი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება არის ჩვენი უალტერნატივო მიზანი და მე ამას ვამბობ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ხმა მთელი ქართველი ერისა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტისას ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გადამწყვეტი ეტაპიდან გამომდინარე.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ლიეტუვას მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული გზის მიმართ.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე და რუსულ აგრესიაზე. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული აგრესია და ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს უნდა იყოს როგორც პოლიტიკური, ასევე დამსახურებაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქართველი ხალხი გაერთიანებულია ერთი საერთო მიზნის გარშემო და ეს საქართველოს ევროპული მომავალია, ეს კი დეპოლარიზაციისკენ წინგადადგმული ნაბიჯია.

მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ საჭიროა ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველო უმაღლესი დონით იყოს წარმოდგენილი. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველო ალიანსის საიმედო პარტნიორია.

მსგავსი პოსტები

Back to top button