მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას რუსეთის გაღიზიანება მოჰყვა

ნატო ზრდის საბრძოლო მზადყოფნას და აძლიერებს აქტივობებს რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან, რაც ქმნის უკრაინის კონფლიქტის გაფართოების რისკს, მაგრამ არ იმოქმედებს სპეცოპერაციის შედეგზე, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„ნატო იღებს ზომებს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად, აძლიერებს საბრძოლო მომზადებას და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ქმედებებს რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან. უახლოეს მომავალში, ფინეთი გახდება ალიანსის წევრი. ეს ყველაფერი ქმნის კონფლიქტის მნიშვნელოვანი გაფართოების რისკებს, მაგრამ ეს არ იმოქმედებს სპეცოპერაციის შედეგზე“, – განაცხადა შოიგუმ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ფინეთის NATO-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფაა.

მისივე თქმით, ამას რუსეთში აღიქვამენ როგორც სიტუაციის მორიგ დაძაბვას.

“კრემლში მიაჩნიათ, რომ ეს სიტუაციის მორიგი დაძაბვაა. NATO-ს გაფართოება რუსეთს ფედერაციის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფაა, ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ და ამ ამბავს სწორედ ასე აღვიქვამთ. და ბუნებრივია, ეს გვაიძულებს, მივიღოთ საპასუხო ზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც ტაქტიკურად ისე სტრატეგიულად,” – თქვა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 აპრილს, ფინეთი NATO-ს წევრი 31-ე ქვეყანა ოფიციალურად გახდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button