მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის რამატორსკის რაიონში, კერძოდ სოფელ ოლექსიევო-დრუჟკოვკას დაბომბვის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 7 ადამიანი. დარტყმა განხორციელდა ჩერნიგოვის ოლქის ერთ-ერთ დასახლებაზე, დაშავდა 1 მოქალაქე. ქალაქი დაახლოებით 11 საათზე დაიბომბა და რუსული ძალები საცხოვრებელ სექტორში შევიდნენ.წინასწარი მონაცემებით, გამოიყენეს კასეტური საბრძოლო მასალა.კირილენკოს ინფორმაციით, ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ და ანეიტრალებენ ჭურვებს.

4 აპრილის დილის მდგომარეობით, რუსული ჯარების მხრიდან დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად, მინიმუმ 1450 ადამიანი დაიღუპა, 3339 კი დაშავდა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაშინგტონი უკრაინას დამატებით 2.6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის.

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის განცხადებით, ის ნანობს 1990-იან წლებში უკრაინის დენუკლეარიზაციაში მისი როლის გამო და ვარაუდობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს შესაძლოა არ წამოიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა. ამის შესახებ მან ირლანდიურ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრემიერ მინისტრის დენის შმიჰალის განცხადებით, ქვეყანას 37 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება ქვეყნის მიწების ჰუმანიტარული განაღმვისთვის.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button