მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რა ელის ბახმუტს- რუსეთი კვლავ განაგრძობს უკრაინაზე თავდასხმას

ზელენსკის განცხადებით, ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა

უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონებში რუსეთის არმიამ ათეულობით დარტყმა განახორციელა – როგორც კიევის სამხედრო მეთაურობა იტყობინება, ბოლო დღეს 60 ასეთი იერიში იქნა მოგერიებული.

გენერალური შტაბის 8 აპრილის ცნობით, რუსეთის არმია დარტყმებს ახორციელებს უკრაინის აღმოსავლეთში, სამრეწველო რეგიონში და სამიზნეში ამოღებული ჰყავს ქალაქები და სოფლები: ლიმანი, ბახმუტი, ავდეევკა და მარიინკა დონეცკის ოლქში.

გენშტაბის განცხადებით, „გასულ დღედაღამ მოწინააღმდეგემ განახორციელა 2 სარაკეტო და 35 საავიაციო და 40 – ზალპური ცეცხლის სისტემებით თავდასხმა“. უკრაინის სამხედროების თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალები ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქში ემზადებიან, როგორც კიევი უწოდებს: სამოქალაქო მოსახლეობის რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ევაკუაციას.

აფეთქების ხმა გაისმა ყირიმის ქალაქ ფეოდოსიაში. ნახევარკუნძულზე რუსეთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელის თქმით, ეს იყო უკრაინის რაკეტა, რომელიც რუსეთის არმიამ ჩამოაგდო. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელზეც ჰააგის სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა, თავის სამხედროებს უბრძანა სრული კონტროლი დააწესონ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებზე. უკრაინა აცხადებს, რომ მალე დაიწყებს კონტრიერიშს, რათა დაიბრუნოს ახალი ტერიტორიები.

ახალი თავდასხმები ხდება იმ ცნობების ფონზე, რომ რუსეთის არმიამ წინ წაიწია ბახმუტში. 7 აპრილს ბრიტანეთის სამხედროები თავიანთ ანგარიშში იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის ჯარმა, როგორც ჩანს, ქალაქის ცენტრისკენ წაიწიეს წინ და დაიკავეს მდინარე ბახმუტკას დასავლეთი ნაპირი. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის მცდელობა საფუძვლიანად გაენადგურებინა უკრაინის ენერგეტიკული სისტემა, ჩანს „ძირითადად ჩაიშალა“.

8 აპრილის ამ განცხადებით, „რუსეთი 2022 ოქტომბრიდან უკრაინის ტერიტორიას ურტყამდა შორი მანძილიდან, მაგრამ ფართო მასშტაბიანი დარტყმები 2023 წლის მარტის დასაწყისიდან იშვიათი გახდა“.

7 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის მახლობლად მდებარე მეჩეთში შეხვდა უკრაინელ მუსლიმან სამხედროებს და მათთან ერთად აღნიშნა იფთარი, რამადანის მარხვის დასრულება საღამოს. ზელენსკიმ გაიმეორა პირობა, რომ დაიბრუნებს კონტროლს ყირიმზე, რომელიც ყირიმელი თათრების ისტორიული სამშობლოა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა.

მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს მონობაში ჩააყენოს უკრაინა და ცივილიზებული ევროპის სხვა ერები:

“არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ჩვენი უკრაინული ყირიმის ოკუპაციით, სწორედ ყირიმში უკრაინული და ყირიმულ-თათრული თავისუფლების, ყირიმელი მუსლიმების წინააღმდეგ რეპრესიებით დაიწყო რუსეთის მცდელობა, მონობაში ჩააყენოს უკრაინა და ცივილიზებული ევროპის სხვა ერები. იქ, სადაც ბოროტების გზა დაიწყო, დარწმუნებული ვარ სწორედ იქ გველის ამ ბოროტებაზე გამარჯვება.

ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. დარწმუნებული ვარ ამაში. მსოფლიოში წესრიგისთვის, რომელიც გაეროს კონვენციებსა და ქარტიას ეყრდნობა და არა მკვლელების, მოძალადეების, მძარცველების კრიმინალურ ჩვევებს, რომელთა გავრცელებასაც რუსეთი ცდილობს,”- განაცხადა ზელენსკიმ.

კრაინაში, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების ხმა ისმის. ინფორმაციას ომში მყოფი ქვეყნის მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს. საჰაერო განგაშის სიგნალია ჩართული ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. ომის 409-ე დღეს იბომბება დასახლებული პუნქტები, თუმცა უკრაინა კონტრ იერიშებსაც ახორცილებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button