საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა, ლობჟანიძის პასით გოლი ოთარ კაკაბაძემ გაიტანა.

მე-20 წუთზე, ოთარ კიტეიშვილის პასით, გოლი ნიკა კაჭარავამ გაიტანა.

36-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ანგარიში 3:0 გახადა და I ტაიმიც ასევე დასრულდა.

მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა. ჩივაძის გუნდმა 4 თამაშიდან 2 მოიგო და 2 წააგო.

მსგავსი პოსტები

Back to top button