მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთის პოლიციამ ახმეტასა და ლაგოდეხში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

კახეთის პოლიციამ ახმეტასა და ლაგოდეხში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტისა და ლაგოდეხის სამმართველოების თანამშრომლებმა, 33 და 29 წლის ასაკის მამაკაცები დააკავეს.

ერთ- ერთ დაკავებულს, რომელიც წარსულში ნასამართლევია,, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, რევოლვერი, 5 ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა.

მეორე დაკავებულს კი, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 47 ცალი ვაზნა ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს, 7- დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

მსგავსი პოსტები

Back to top button