მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შემზარავი კადრებია და თავდაპირველად საჭიროა მისი ავთენტურობის შემოწმება

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყველას მოუწოდებს, შეწყვიტონ სავარაუდოდ, უკრაინელი ტყვის სიკვდილით დასჯის ამსახველი კადრების გავრცელება.

კრემლში უკრაინელი ჯარისკაცისთვის თავის მოკვეთის ამსახველ ვიდეოკადრებს გამოეხმაურნენ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, საჭიროა ამ ვიდეოს ავთენტურობის დადგენა და ამის შემდეგ შეიძლება გახდეს შემოწმების საგანი, სად მოხდა ეს და ვისი მხრიდან.
ჟურნალისტების კითხვაზე, როგორია კრემლის რეაქცია აღნიშნულ ვიდეოზე, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ცალსახად ეს შემზარავი კადრებია.
“ცალსახად, ეს შემზარავი კადრებია და თავდაპირველად საჭიროა მისი ავთენტურობის შემოწმება. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ შემოწმდეს ასეა ეს თუ არაა ასე, ჰქონდა თუ არა ამას ადგილი. თუ ამას ადგილი ჰქონდა, მაშინ სად და ვისი მხრიდან“, – განაცხადა პესკოვმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ფეიკების” სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ, უნდა შემოწმდეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყველას მოუწოდებს, შეწყვიტონ სავარაუდოდ, უკრაინელი ტყვის სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეოს და სხვა ნებისმიერი, მსგავსი კადრების გავრცელება.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე განა მალიარმა ტელეგრამზე დაწერა, რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ როგორც მსხვერპლის, ისე სამხედრო დამნაშავეთა იდენტიფიცირებისთვის.
მალიარი ყველას მოუწოდებს, შეწყვიტონ საჯარო სივრცეში ვერსიების გავრცელებაც სასტიკად მოკლული ტყვის ვინაობის შესახებ და დაელოდონ უკრაინის კომპეტენტური სამსახურების ოფიციალურ დასკვნას.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ორი ვიდეო, სადაც ნაჩვენებია რუსების მიერ უკრაინელი სამხედროების მკვლელობა. ერთ-ერთი ვიდეო 11 აპრილს საღამოს გავრცელდა, კადრებში ჩანს, როგორ მოკვეთა თავი რუსმა სამხედრომ უკრაინელ ჯარისკაც დანით. ვიდეო, სავარაუდოდ, გასულ ზაფხულს გადაიღეს, თუ ვიმსჯელებთ ფონზე მწვანე ფოთლებით. CNN- ის თანახმად, კიდევ ერთი ვიდეო გამოქვეყნდა პრორუსულ სოციალურ მედიის არხზე 8 აპრილს. მასში ჩანს ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის თავმოჭრილი ცხედარი, განადგურებული სამხედრო მანქანის გვერდით.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ “იპოვიან რუს არაადამიანებს”, რომლებმაც აწამეს უკრაინელი ჯარისკაცები. უწყებამ სამხედრო დანაშაულის ბრალდებით, მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button