მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

რუსეთმა უკრაინაში 183 750 ჯარისკაცი დაკარგა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 60 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 58-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში – ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში მოგერიებულია 60-ზე მეტი შეტევა. უკრაინის გენშტაბის თანახმად, ყველაზე სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტისა და მარინკისთვის.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალებმა წინ წაიწიეს ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქის კულტურის სახლისკენ.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 183 750 ჯარისკაცი დაკარგა. მათივე განცხადებით უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 18 აპრილამდე პერიოდს.
ტანკი – 3665
ჯავშანტექნიკა – 7110
საარტილერიო სისტემა – 2819
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 538
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 285
თვითმფრინავი – 308
ვერტმფრენი – 293
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2376
ფრთოსანი რაკეტა – 911
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5692
სპეცტექნიკა – 330
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button