რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა შემთხვევით საკუთარი ქალაქი დაბომბა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქალაქ ბელგოროდში რუსული ბომბი ჩამოვარდა. რუსეთის ამ ქალაქის ცენტრში, გუბკინისა და ვატუტინის ქუჩების კვეთაზე აფეთქება გასულ ღამით მოხდა.ეს ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილია.
აფეთქების ადგილიდან ერთ კილომეტრში კი ელექტროსადგურია განთავსებული. როგორც რუსეთის პროპაგანდისტული მედია აცხადებს, სამიზნე შესაძლოა აღნიშნული ელექტროსადგური იყო.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიჭრა 2 ადამიანი ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და მიმდებარე შენობებში ჩამსხვრეულია მინები, არიან დაშავებულები, ბინებში აღმოჩენილია ჭურვის ფრაგმენტებიც. საფრთხის გათვალისწინებით ახლო მდებარე საცხოვრებლებიდან, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 20-მეტრიანი ორმო გაჩნდა.
“20 აპრილის საღამოს, მოსკოვის დროით დაახლოებით 22:15-ზე ქალაქ ბელგოროდის თავზე Su-34 თვითმფრინავის ფრენისას მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის არანორმალური დაშვება. შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები.” – წერია სამინისტროს განცხადებაში.
აფეთქების მიზეზი, რუსეთის საჰაერო ძალების “სუ-34” გამანადგურებელ-ბომბდამშენის ფრენისას, საავიაციო საბრძოლო მასალის ჩამოვარდნა გახდა. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შუაღამის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბელგოროდის თავზე, საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავიდან სუ-34 „მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის არასაშტატო ჩამოსვლა“. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებს ესაზღვრება.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის იყენებს ბელგოროდის ოლქში დისლოცირებულ საბრძოლო ავიაციას.
რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინა არაერთხელ დაადანაშაულა ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო და დრონებით დარტყმებში. კიევი ამას ოფიციალურად არ ადასტურებს.
რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია თავდაპირველად აცხადებდა, რომ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა.
“ამ ღამით ბელგოროდში ძაღლმა საკუთარ კუდს უკბინა: უკრაინის განადგურების ძებნაში, რუსეთმა შესაძლოა საკუთარი თავი გაინადგუროს. “სილა და ტაში“. დაუშვებელია, რომ უკრაინის გაერთიანებული ძალები და განვითარებული ტექნოლოგიებისა და ნატოს სტანდარტების მქონე მოკავშირეები უსარგებლო, კორუმპირებულ საბჭოთა არმიასთან დამარცხდნენ”.
წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ბელგოროდში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.