ომის 426-ე დღეს უკრაინელებმა ძალებმა მტრის 43 შეტევა მოიგერიეს

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის მიერ დაწყებული ომის 426-ე დღეს მათმა ძალებმა მტრის 43 შეტევა მოიგერიეს და 10 რუსული დრონი გაანადგურეს.
“ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა 43 შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
როგორც გენშტაბი წერს, ბოლო დღის განმავლობაში რუსებმა 6 სარაკეტო და 62 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ამასთან ერთად, ოკუპანტებმა 70-ჯერ გამოიყენეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები.
უწყება აღნიშნავს, სარაკეტო და საჰაერო დარტყმების განმეორების რისკი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ამ დრომდე მაღალია.
მათივე ცნობით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია ბახმუტის, ავდიივკასა და მარიინკას მიმართულებებით.
მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტების სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებზე 9 დარტყმა განახორციელა. ამასთან ერთად, რუსული პოზიციების წინააღმდეგ უკრაინელებმა 3-ჯერ გამოიყენეს საზენიტო-სარაკეტო სისტემები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეაირაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 187 770 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 25 აპრილამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3688
ჯავშანტექნიკა – 7151
საარტილერიო სისტემა – 2863
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 539
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 291
თვითმფრინავი – 308
ვერტმფრენი – 294
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2437
ფრთოსანი რაკეტა – 911
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5784
სპეცტექნიკა – 345
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.