მნიშვნელოვანირეგიონი
სოფელ ზინობიანში უდიური ეთნო-კულტურული ცენტრი გაიხსნა

ყვარლის მუნიციპალიტეტში უდიური ეთნო- კულტურული ცენტრი გაიხსნა.
კულტურული და ტურისტული ცენტრი , სოფელ ზინობიანში მოეწყო.
პროექტის ფარგლებში , ეთნო-კულტურული ცენტრი, მათ შორის, სარეკრეაციო სივრცე შეიქმნა, გაიხსნა სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სივრცე, აშენდა სპორტული და ბავშვთა გასართობი მოედნები, მოწესრიგდა ცენტრამდე მისასვლელი გზა.
პროექტი დაფინანსებულია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და მისი ღირებულება 1 776 901 ლარს შეადგენს.
ეთნოსოფელში განახლებული ინფრასტრუქტურის ოფიციალურ გახსნას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ესწრებოდა.
ეთნო- კულტურული სივრცის მოწყობის სამუშაოები, უდიურ სოფელში, 2022 წელს დაიწყო.