კახეთში საკრებულოს შუალედური არჩევნები ორ უბანზე მიმდინარეობს

კახეთში საკრებულოს შუალედური არჩევნები, ორ უბანზე მიმდინარეობს.
საკრებულოს შუალედური არჩევნები გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ვეჯინსა და ძირკოკში ტარდება.
გურჯაანის მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით, ამომრჩეველი კენჭისყრაში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მონაწილეობს.
“ორივე საარჩენო უბანი, დილის რვა საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე მთავარი სიახლეა ის, რომ ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამომრჩეველი ვერიფიკაციის აპატართან მისვლით და პირადობის მოწმობის ან პასპორტის გამოყენებით იდენტიფიკაცია-რესგისტრაციას გადის, შემდეგ იღებს ბიულეტენს, სადაც სასურველი კანდიდატის სახელისა და გვარის გასვწრის არსებულ პატარა მრგვალ გრაფას აფერადებს, ამის შედემ ბიულეტენს ათავსებს სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობაში, რომელიც მონაცემებს ავტომატურად ითვლილს და ინახავს”- განმარტა ჩუთლაშვილმა.
ძირკოკსა და ვეჯინში მაჟორიტარი დეპუატატობის მხოლოდ ერთი კანდიდატი, პარტია „ქართულ ოცნებიდან“ არის წარადგენილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ორ უბანზე შუალედური არჩვენების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ამ სოფლებიდან არჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მანდატი დატოვა.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” არჩეული, არჩილ ხანდამაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში წავიდა.
ხანდამაშვილი ,2018 -2021 წლებში, გურჯაანის მერის თანამდებობასაც იკავებდა.