მნიშვნელოვანისიახლეები

აფხაზეთში, გაგრის რაიონში მოკლული იპოვეს 33 წლის ჯეირან მარღანია

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს 33 წლის ჯეირან მარღანიას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მკვლელობის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

“სავარაუდო მოტივი ფულია, სადღაც 20 000-მდე აქვს აღებული და მისაცემი ჰქონდა სხვისთვის. ეტყობა გაჟონა ინფორმაციამ და სავარაუდოდ, ესენი დაედევნენ ჯეირანს. ჰქონდა ტურისტული სააგენტო. რა თქმა უნდა, [საქმიანობა გახდა მოტივი], დაჯგუფებაა ესენი რუსები არიან, ახალი ჩამოსულები არიან და მათ უნდოდათ ეტყობა ხელში ჩაგდება კომპანიის. 10 ტყვია აქვს, 10-ვე თავში, ეტყობა იცნო ვინც იყო. ფული წაღებულია, ოქრო, აბსოლუტურად ყველაფერი წაღებულია”,- ამბობს რესპოიდენტი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული გალში მცხოვრები რესპონდენტის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ოკუპირებულ ქალაქ გალში დედასთან და 2 ძმასთან ერთად ცხოვრობდა, ბოლო პერიოდში კი სამუშაოდ გაგრაში იყო წასული. წყაროს ინფორმაციით, ჯეირან მარღანია ტაქსის მძღოლად მუშაობდა, მკვლელობა კი სავარაუდოდ 2 დღის წინ მოხდა.

„არასწორია ინფორმაცია, რომ ის ბიზნესმენი იყო და ამიტომ მოკლეს. მდიდარი არ არის ეს ოჯახი. არანაირი ბიზნესმენი ეს ბიჭი არ იყო. ადამიანი რომ ტაქსაობს, რა ბიზნესი უნდა ჰქონდეს?! ბევრ რამეს ამბობენ გალში მის მკვლელობაზე, მაგრამ რეალურად ჯერ არავინ არაფერი იცის. ზოგმა თქვა ფული მოჰქონდა და ამის გამო მოკლესო, ზოგმა თქვა ნარკომანები ჩასხდნენ მანქანაში და მათ მოკლესო. საწყალი, ახალგაზრდა დედა ჰყავს ამ ბიჭს. ყვავილების მაღაზია აქვს ამ ქალს“, – ამბობს გალელი რესპონდენტი.

ცნობისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურს ჯეირან მარღანიას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 2 დღის წინ გატაცებული 33 წლის ჯეირან მარღანია მოკლული იპოვეს. ცხედარი გაგრის გზაზე ტყეში, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილული ნახეს.არსებული ინფორმაციით მარღანია 2 დღის წინ, სავარაუდოდ, “აფხაზურმა დაჯგუფებამ” გაიტაცა. 33 წლის კაცი დროებით ოკუპირებულ გალში დედასთან და 2 ძმასთან ერთად ცხოვრობდა, ბოლო პერიოდში კი სამუშაოდ გაგრაში იყო წასული.

მსგავსი პოსტები

Back to top button