მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 478 ბავშვი დაიღუპა

რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში დაიღუპა და დაიჭრა 1400-ზე მეტი ბავშვი. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ დღეს, 2 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დადასტურებულია 478 ბავშვის სიკვდილი. ამ დროისთვის ბოლო ფაქტი დაფიქსირებულია ჩერნიგოვის ოლქის სოფელ ლიზუნოვკაში, სადაც 1 მაისს რუსი სამხედროების შეტევას ემსხვერპლა 14 წლის ბიჭის სიცოცხლე.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:

დონეცკის რეგიონში – 453

ხარკოვის ოლქში – 275

კიევის ოლქში – 128

ჩერნიგოვის ოლქში – 86

ლუგანსკის ოლქში – 67

მიკოლაევის ოლქში – 85

ხერსონის ოლქში – 94

ზაპოროჟიეს ოლქში – 89

დნეპროპეტროვსკის ოლქი – 63

ლასტროვის ოლქში – 68.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან, დაიჭრა 960-ზე მეტი ბავშვი.

პროკურორის ოფისის განმარტებით, მის მიერ დადასტურებული ფაქტები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან მუშაობა გრძელდება საბრძოლო მოქმედებების რაიონებსა და დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს დოკუმენტურად დადასტურებული აქვს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილამდე დაიღუპა 8 572 და დაიჭრა 14 441 სამოქალაქო პირი.
უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებით, რეალურად მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან ოკუპირებული და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან ვერ ხერხდება ინფორმაციის დროულად მიღება და გადამოწმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button