მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. 45 წლის ზურაბ ოდიშვილი 45-ე ქართველი მოხალისეა, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა.

ზურაბ ოდიშვილი 93-ე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა. ოჯახის წევრები რიგითი მოქალაქეები და ახლობლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ და დაღუპულ მებრძოლს პატივი მიაგეს ისინი მებრძოლის ჩამოსვენებას საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ.

ქართველი მებრძოლის ცხედარი, ყაზბეგში, მშობლიურ სოფელ სიონში გადაასვენეს. ქართველ მებრძოლს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინაში მებრძოლი ქართველები ყველა მოქალაქის გასაკეთებელს აკეთებენ და იბრძვიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის თავისუფლებისთვის.

„ჩვენ არაერთი ისტორია მოგვისმენია ქართველი ვაჟკაცების ბრძოლის შესახებ უკრაინის ფრონტზე. ერთი რამ შეგვიძლია, რომ ვიამაყოთ, ყველას გასაკეთებელს აკეთებენ. იბრძვიან როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე უკრაინის თავისუფლებისთვის. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული იყო ზურაბ ოდიშვილიც. მასზე ბევრი ისტორია მოვისმინეთ იქ მებრძოლი ქართველებისგან და მისი კუთხიდან, ყაზბეგიდანაც, სადაც მის თავგანწირულ ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ჩვენ, როგორც შეგვიძლია, პატივი უნდა მივაგოთ მათ თავდადებასა და გმირობას“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ქართველი სამხედრო კავკასიური ლეგიონის წევრი იყო, რომელიც არაერთ ქიმიურ დაბომბვაში მოყვა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 26 აპრილს გავრცელდა. ის 43-ე ქართველი გმირია, რომელიც უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.

შეგახსენებთ რომ 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში სულ 43 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

მსგავსი პოსტები

Back to top button