ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 50-მდე შეტევა მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 50-მდე შეტევა მოიგერიეს.
“ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებით ბოლო ერთ დღეში ჩვენმა დამცველებმა მტრის 50-მდე შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 8 სარაკეტო და 49 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 193 770 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 6 მაისამდე პერიოდს.
გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 193 770
ტანკი – 3 717
ჯავშანტექნიკა – 7 238
საარტილერიო სისტემა – 2 992
სარაკეტო სისტემა – 552
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 306
თვითმფრინავები – 308
ვერტმფრენი – 294
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -2 554
საკრუიზო რაკეტები – 947
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 936
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 375