ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 55 შეტევა მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 55 შეტევა მოიგერიეს.
“ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებით ჩვენმა დამცველებმა გასული დღის განმავლობაში, 55 შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 16 სარაკეტო და 61 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 194 970 ჯარისკაცი დაკარგა, მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 8 მაისამდე პერიოდს. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 194 970
ტანკი – 3 730
ჯავშანტექნიკა – 7 253
საარტილერიო სისტემა – 3 018
სარაკეტო სისტემა – 554
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 306
თვითმფრინავები – 308
ვერტმფრენი – 294
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 614
საკრუიზო რაკეტები – 947
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 958
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 384.