მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპის დღეს კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 9 მაისს, ევროპის დღეს კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელი „ტვიტერზე“ თავად იუწყება როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

“კარგია კიევში დაბრუნება. სადაც ღირებულებებს, რომლებიც ძვირფასია ჩვენთვის, ყოველდღე იცავენ. ამიტომაც ეს სწორი ადგილია ევროპის დღის აღსანიშნავად. მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას, რომ 9 მაისი ევროპის დღეც აქ, უკრაინაშიც გამოცხადდეს”, – წევრს ფონ დერ ლაიენი ტვიტერზე.
ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა კიევის რკინიგზის სადგურზე გადაღებული ფოტო, სადაც მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევგენი პერებიინისი დახვდა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ამიერიდან, ყოველი წლის 9 მაისს, უკრაინა ევროპის დღეს აღნიშნავს. აქამდე ევროპის დღე უკრაინაში მაისის მესამე შაბათს აღინიშნებოდა.

ევროპის დღე არის ევროკავშირის დღესასწაული, რისთვისაც მათ აირჩიეს ე.წ შუმანის დეკლარაციის გამოცხადების დღე, ანუ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის გამოსვლა 1950 წლის 9 მაისს. ეს გამოსვლა ევროპის ქვეყნების გაერთიანების ამოსავალ წერტილად მიიჩნევა, რომელიც საბოლოოდ ევროკავშირად იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button