მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლუგანსკში აფეთქების შედეგად დაიჭრა რუსეთის მიერ დანიშნული შსს-ის ხელმძღვანელი

ლუგანსკში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ორშაბათს დილით ორი აფეთქება მოხდა მანქანების სადგურთან. ამის შესახებ რუსეთის მიერ დანიშნულ მმართველებზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო “ტასი”. არსებული ინფორმაციით, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მსხვერპლის შესახებ ცნობილი არ არის.
რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია გამოთქვამს ვარაუდს, რომ დარტყმის სამიზნე იყო ყოფილი საავიაციო სკოლის ტერიტორია და რომ აფეთქება რაკეტებით განხორციელდა.
დღისით ლუგანსკში კიდევ ერთი აფეთქება იყო, ვრცელდება ცნობები დაჭრილების და ერთი დაღუპულის შესახებ. ტელეგრამის რუსული არხების თანახმად, აფეთქება მოხდა სილამაზის სალონში და თავდასხმა რაკეტებით არ განხორციელებულა აფეთქების შედეგად ოკუპანტების მიერ დანიშნული ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, იგორ კორნეტი დაშავდა. კორნეტი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების შსს-ს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს, მძიმე მდგომარეობაშია. ის ფრონტის ხაზიდან მოშორებით, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაიჭრა
რუსული სამთავრობო მედია “რია” წერს, რომ აფეთქება ერთ-ერთ სადალაქოში მოხდა, რომელიც ე.წ სამთავრობო შენობიდან 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი ბარაბაშის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ავდიივკა დაბომბეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.
“დღეს დილით, ავდიივკაზე სარაკეტო იერიშის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სარაკეტო იერიშის დროს მოქალაქეები რკინიგზის საავადმყოფოში მოწყობილ თავშესაფარში იმყოფებოდნენ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.
ეს წინასწარი მონაცემებია. სამწუხაროდ, შესაძლოა, მეტი მსხვერპლი იყოს”, – თქვა ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
უკრაინის ცნობით, დაღუპულია ორი კაცი და ორი ქალი. უკრაინის ოფიციალური პირები ქალაქიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას ითხოვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button