მნიშვნელოვანირეგიონი

რუსული ქორწილის პროტესტის გამო დაკავებული თბილისის საკრებულოს წევრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, წუხელ დაკავებული თბილისის საკრებულოს წევრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ირაკლი ეძგვერაძე, გუშინ ღამით ნიკა მელიას თან ერთად სასტუმრო ” ყვარლის ტბის” ტერიტორიაზე იმყოფებოდა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ყოფნასა და საქორწინო ცერემონიალს აპროტესტებდა.

საკრებულოს წევრი, სამართალდამცავებმა პროტესტის დროს დააკავეს და გურჯაანის წანასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ეძგვერასძეს სამართალდამცავები, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

გუშინდლიდან დღემდე, ყვარელში მიმდინარე პროტესტის პირობებში, ოცზე მეტი პირია დაკავებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button