მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ მოკავშირეებს უფლებას მისცემს უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები მათ შორის F-16-ები მიაწოდოს

შეერთებული შტატები მოკავშირეებს უფლებას მისცემს უკრაინას მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავები, მათ შორის, F-16-ები მიაწოდოს. აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივავნა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა G7-ის სამიტზე პარტნიორებს აცნობა.
გარდა ამისა, როგორც სალივანმა აღნიშნა, ამერიკული ჯარები უკრაინელ პილოტებს თვითმფრინავების მართვაში მოამზადებენ.
უკრაინა დიდი ხანია მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავებს ითხოვს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს ნაბიჯი “ისტორიულ გადაწყვეტილება” შეაფასა.
ლეგალურად, ქვეყნებს შეუძლიათ ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაყიდვა ან რეექსპორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აშშ ამის უფლებას მისცემს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება გზას უხსნის სხვა ქვეყნებს უკრაინაში F-16-ების არსებული მარაგები გაგზავნოს.
თუმცა, ჯერჯერობით არცერთ მთავრობას არ დაუდასტურებია, რომ კიევს მოწინავე გამანადგურებელ თვითმფრინავებს გადასცემს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იყო მთავარი ძალა და ყველაზე გავლენიანი მხარდამჭერი მოკავშირეთა არსენალიდან უკრაინისთვის ამერიკული F-16 გამანადგურებლების მიწოდებისა. ამის შესახებ Washington Post-ი წერს წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანამოსაუბრეებმა ასევე განაცხადეს, რომ ბლინკენმა მსგავსი როლი ითამაშა ზამთარშიც, როდესაც გერმანია ვერ ბედავდა კიევისთვის ტანკების გაგზავნას. The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ სწორედ სახელმწიფო მდივანმა დაარწმუნა თეთრი სახლი, პენტაგონის წინააღმდეგობის მიუხედავად, რომ დაეწყო ამერიკული Abrams-ის ტანკების კიევისთვის გადაცემა. შემდგომში ამან ევროპელ მოკავშირეებს საშუალება მისცა, შეერთებოდნენ ამ პროცესს.
გარდა ამისა, წყაროების თანახმად, F-16 საბრძოლო თვითმფრინავების კიევისთვის გადაცემაზე თეთრი სახლის თანხმობა არის ნატოს მოკავშირეების, აშშ-ის კონგრესისა და პირადად უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ზეწოლის შედეგი.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ხნის განმავლობაში არ ეთანხმებოდა უკრაინისთვის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას. გარდა ამისა, ვაშინგტონის პოზიციის გამო, ევროპის ქვეყნები F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მომზადებასაც კი ვერ ახერხებდნენ.
თუმცა, The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების ვადები შეიძლება არ იყოს ისეთი მოკლე, როგორც ამას უკრაინა მოელის. პოტენციურ მიმწოდებლებს – უპირველეს ყოვლისა F-16-ების მქონე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს, როგორებიცაა ნიდერლანდი, დანია, ნორვეგია და პოლონეთი – დრო სჭირდებათ თავიანთი არსენალის შესამოწმებლად, ასევე რესურსები – უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად.

უკრაინელი მფრინავები მოუთმენლად ელოდებიან „ეფ-16“-ის გამანადგურებლების გამოყენებისთვის მომზადების დაწყებას, რათა მხარი დაუჭირონ თავიანთ თანამოძმეებს ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა დაწერა.
რეზნიკოვმა „ტვიტერში“ თავის განცხადებას დაურთო ახალი წელს გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ის სანტას წერილს სწერს და სხვა აღჭურვილობასთან ერთად, გამანადგურებლებს სთხოვს.
„მგონი, სანტა კლაუსი არსებობს. დღეს დაიბადა თვითმფრინავების ახალი კოალიცია. უკრაინელი მფრინავები მოუთმენლად ელოდებიან „ეფ-16“-ის გამანადგურებლებზე მომზადების დაწყებას. ახლა ისინი შეძლებენ, თავიანთი ძმებისა და დების მხარდაჭერას ხმელეთსა და ზღვაზე, რათა გაიმარჯვონ ამ ომში“. „ეს-16“ შეიქმნა ცუდი ბიჭების დასამარცხებლად. ახლა დადგა ამის დრო!“ – წერს რეზნიკოვი.
შეგახსენებთ, მანამდე თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი „საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციას“ შეუერთდება, რომელიც უკრაინელ მფრინავებს მეოთხე თაობის გამანადგურებლების, მათ შორის „ეფ-16“-ების გამოყენებაში მოამზადებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button