მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ტერიტორია ბელგოროდი რამდენიმე საათის განმავლობაში იბომბებოდა

ორშაბათს, დილით, ტელეგრამის რამდენიმე არხსა და რამდენიმე მედიასაშუალებაში – როგორც რუსეთის, ისე უკრაინულის – გაჩნდა ცნობები ინტენსიურ შეტაკებებზე რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, ბელგოროდის და ხარკოვის ოლქებს შორის. არის ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა ერთი ან რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფი.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც თითქოს ასახავს საბრძოლო დარტყმებს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, ბელგოროდის ოლქის გრაივორონოვსკის რაიონში. ერთ-ერთ ჩანაწერზე, სავარაუდოდ, გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შედის ტანკი, რომელზეც უკრაინის დროშაა აღმართული. კიდევ ერთ ჩანაწერზე, რომელიც თითქოს საკუთრივ გამშვები პუნქტის შენობაშია გადაღებული, ჩანს მოკლული სამხედრო მოსამსახურის გვამი. ვიდეოჩანაწერთა ავთენტურობის დადასტურება არ ხერხდება.

ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა უკრაინა დაადანაშაულა “ბელგოროდის ოლქის წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო შეტევაში, რომელიც პანიკისკენ მოწოდებაა.” მან დაადასტურა ცეცხლის გახსნა გრაივორონოვსკის რაიონში, თუმცა თქვა, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაჭრილა. გუბერნატორის თქმით, მოსახლეობის ევაკუაცია არ მიმდინარეობს.

მოგვიანებით გლადკოვმა განაცხადა, რომ გრაივორონოვსკის რაიონში შევიდა მოწინააღმდეგის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი. იუწყებიან, რომ მასთან რუსეთის სამხედროები ბრძოლას აწარმოებენ.

თუმცა ფაქტი ცხადყოფს რომ რუსები მასობრივად ტოვებენ ბელგოროდს. ქალაქის გარეუბანში კილომეტრიანი საცობები ჩამოყალიბდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ინტერნეტში ვრცელდება შესაბამისი კადრებიც.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ბელგოროდის მცხოვრებლები მასობრივად გარბიან ქალაქიდან, რეგიონზე თავდასხმისა და ხელისუფლების განცხადებების ფონზე, რომლებიც სასაზღვრო დასახლებებში დივერსიული ჯგუფების შესახებ იუწყებიან.

„უნიანის“ ინფორმაციით, ბელგოროდიდან გასასვლელში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მიმავალი მანქანების რიგია, ხელისუფლება კი პანიკის დამალვას ცდილობს.

ამასთან 22 მაისს “რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა” (РДК) და ლეგიონმა “რუსეთის თავისფულებამ”, რომლებიც ამბობენ, რომ იბრძვიან უკრაინის მხარეს, განაცხადეს, რომ ბელგოროდის ოლქის კოზინკასა და გორა-პოდოლის დასახლებებში შევიდნენ.
ცნობისთვის რუსეთის თავისუფლების ლეგიონი და რუსეთის მოხალისეთა კორპუსი – სამხედრო დაჯგუფებებია, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე მოხალისეებისგან შედგება, ასევე რუსი ტყვეებისგან, რომლებმაც ომის პირობებში უკრაინულ მხარეზე გადასვლა გადაწყვიტეს. ორივე დაჯგუფება გასული წლის მარტში შეიქმნა.
ამასთან ბელგოროდის გუბერნატორმა განაცხადა, რომ “უკრაინის დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფებმა” რეგიონის საზღვარი გადაკვეთეს. ის ამბობს, რომ რუსეთის სასაზღვრო სამსახური, FSB და რუსეთის ეროვნული გვარდია ერთად მუშაობენ, რათა მტრის განეიტრალება შეძლონ.

“რუსეთის სამხედრო ძალების სასაზღვრო სამსახური, FSB და რუსეთის ეროვნული გვარდია ერთად იღებენ საჭირო ზომებს, რათა მტერი გაანეიტრალონ. დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ,” – წერს გუბერნატორი Telegram-ის არხზე.

მანამდე გუბერნატორმა გაავრცელა ცნობა, რომ ბელგოროდში, კერძოდ კი სოფელ გლოტოვოში, უკრაინელების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. გუბერნატორის ცნობით, ბელგოროდი რამდენიმე საათის განმავლობაში იბომბებოდა.

ლეგიონმა გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა რუსეთის საზღვრისპირა რეგიონების მაცხოვრებლებისადმი და მოუწოდა მათ, დარჩნენ სახლში, არ გუწიონ წინააღმდეგობა.

გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა უკრაინის დაზვერვის სამსახურის პრესსპიკერი, ანდრეი იუსანოვი. ისანოვმა ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებს “უსაფრთხო ზონის” შექმნა უწოდა, რათა უკრაინელები დაიცვან.

“დიახ, დღეს რუსეთის მოხალისეების კორპუსმა და რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისგან შედგებიან, დაიწყეს ბელგოროდის რეგიონის ე.წ პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლებისა და მტრის ხაზების უკან წაწევის ოპერაცია, რათა უკრაინელი სამოქალაქოებისთვის უსაფრთხოების ზონები შეიქმნას,” – ამბობს იუსოვი.

როგორც ის ამბობს, ოპერაცია მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების მიერ ტარდება.

შეგახსენებთ, მანამდე, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიის “დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი” რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა და „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები სასაზღვრო სამსახურთან, ეროვნულ გვარდიასთან და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ახორციელებენ აუცილებელ ზომებს მტრის ლიკვიდაციისთვის“.

ცნობისთვის, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიის “დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა” რუსეთის ტერიტორიაზე შეაღწია. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ტერიტორიაზე „რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები ახორციელებენ სპეცოპერაციას, რომლის მიზანია ტერიტორიის ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლება, რათა შექმნან უსაფრთხოების გარკვეული ზონა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია.

რუსული აგრესიის 453-ე დღეს, ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის კომისია, ჯო ბაიდენს მოუწოდებს დანიას, ნიდერლანდებს და ნორვეგიას უკრაინისთვის ფ-16 ტიპის მოიერიშეების რეექსპორტის უფლება მისცეს. ჰელსინკის კომისიის ოფიციალური წერილი ამერიკის პრეზიდენტმა უკვე მიიღო. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დადებით გადაწყვეტილებას ვაშინგტონი უახლოეს პერიოდში მიიღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button