კახეთში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ბრალი ერთ პირს წარუდგინეს

გურჯაანში 32 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე, ბრალი ერთ პირს წარუდგინეს.
გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი მვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალ განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს.
გამოძიების მტკიცებით, 21 მაისს სოფელ ვაზისუბანში ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
ბრალდებულმა შურისძიების მოტივით დაზარალებულს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობებით, 32 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თელავის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობის მიხედვით, პროკურატურა ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.