მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პანიკაში ჩავარდნილი რუსები ბელგოგოდში- კრემლი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

რუსეთის ტერიტორიაზე მეორე დღეა უკრაინული დროშა ფრიალებს. ქალაქ ბელგოროდსა და რამდენიმე დასახლებულ პუნქტში, დივერსიული ჯგუფები, რომლებიც თავს თავისუფალი რუსეთის ლეგიონს უწოდებენ, სპეცოპერაციებს ატარებენ. რუსები პანიკაში არიან, რადგან დივერსანტები მათ ჰაერიდან დრონებითაც უტევენ. ბელგოროდის სამხედრო კომისარიატის წარმატებული შტურმის შემდეგ, აფეთქებები მოხდა ეფესბესა და პოლიციის განყოფილებებშიც.
სიტუაცია ბელგოროდის ოლქში იმდენად მძიმეა, რომ კრემლიც კი შეშფოთდა. უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიაზე კონტრდივერსიული ოპერაცია დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. მხარის გუბერნატორი მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლები არ დატოვონ, იმ ადგილებში კი სადაც დივერსიული ჯგუფები გამოჩნდა, ხალხის ევაკუაცია დაიწყეს. შეტაკებების შედეგად დაჭრილია ათეულობით მოქალაქე. რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით, რუსული მედია წერს, რომ პროუკრაინულმა ძალებმა ბელგოროდ-22-საც შეუტიეს, ბაზას, სადაც ბირთვული არსენალის ერთ-ერთი საცავია.

“დივერსანტების თავდასხმა ბელგოროდის რეგიონში ღრმა შეშფოთებას იწვევს” – აცხადებს კრემლის პრეესპიკერი. პესკოვის თქმით, “უკრაინელი ბოევიკები აგრძელებენ მოქმედებებს რუსეთის წინააღმდეგ”, რის აღკვეთასაც რუსეთის მხრიდან დიდი ძალისხმევა სჭირდება
“რაც გუშინ მოხდა, შეშფოთების საბაბია. ეს ადასტურებს, რომ კიდევ ერთხელ, უკრაინელი მებრძოლები განაგრძობენ მოქმედებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს მოითხოვს მეტ ძალისხმევას ჩვენი მხრიდან, ეს ძალისხმევაც გრძელდება სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან ერთად, რომლის მიზანი მსგავსი შემოჭრის პრევენციაა. ჩვენი სპეცსამსახურები ადგენენ ვინაობას და გაარკვევენ, ვინ მონაწილეობდა”, – თქვა პესკოვმა.

რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ბელგოროდის ოლქში დაძაბული ვითარებაა – გუშინ იყო აფეთქებებიც. რეგიონში ვითარება 21 მაისს, გვიან ღამით დაიძაბა. გუშინ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ გოლოვჩინოში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ “უკრაინელი დივერსანტები” ცდილობენ ბელგოროდის ოლქში შეღწევას – მოგვიანებით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათი საკონტროლო გამშვები პუნქტი სახელწოდებით გრაივორონი, რომელიც ბელგოროდის ოლქში მდებარეობს, ალყაში მოაქციეს.

ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებს კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია”. პესკოვი ამბობს, რომ “უკრაინის დივერსიის მიზანი ბახმუტის მიმართულებით არსებული სიტუაციიდან ყურადღების გადატანაა”.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდის ოლქში შეჭრილი დივერსანტები განადგურებულები არიან. უწყებაში აცხადებენ, რომ 70 “უკრაინელი ნაციონალისტი” მოკლეს, რომლებიც გუშინ რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ “უკრაინა პირდაპირ არ არის დაკავშირებული ბელგოროდის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან”.

”ერთადერთი მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა ტოტალიტარულ ქვეყანაში – ყოველთვის გარდაუვალი ხდება პარტიზანული მოძრაობა, რომელიც იარაღით ხელში იბრძვის”, – თქვა პოდოლიაკმა. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინა ინტერესით ადევნებს თვალს ბელგოროდის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, მაგრამ უშუალოდ არ არის მასთან დაკავშირებული.

უკრაინულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ ბელგოროდში ოპერაციას რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ატარებენ.

რუსეთის ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, გრაივორონსკის ოლქში, გადავიდა უკრაინელთა “საბოტაჟის ჯგუფი”, რომელიც რუსეთის ძალებმა მოიგერიეს.

პარალელურად, უკრაინული მედიასაშუალება Hromadske ციტირებს უკრაინის სამხედრო დაზვერვას, რომ თავდასხმა განახორციელა რუსეთის ორმა შეიარაღებულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, “რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა” და “რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა” (RVC), რომლებშიც რუსეთის მოქალაქეები არიან გაერთიანებული. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო “როიტერსი”.

ტელეგრამის არხი Baza, რომელსაც კავშირები აქვს რუსეთის უშიშროებასთან, აქვეყნებს ჰაერიდან გადაღებულ ჩანაწერს, რომელიც თითქოს აჩვენებს სასაზღვრო პუნქტისკენ მიმავალ უკრაინულ დაჯავშნილ მანქანას.ადგილიდან ცნობები შეწყდა დღის მეორე ნახევარში – მას მერე, რაც გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა საგანგებო რეჟიმი აამოქმედა, რითაც ხელისუფლებას საშუალება მიეცა, შეეზღუდა მოძრაობა და კომუნიკაციები.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებზე გამოძიება დაიწყო – როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოკუპანტი ქვეყანა მომხდარში “უკრაინის შეიარაღებულ დაჯგუფებებს” ადანაშაულებს და მომხდარს ტერორიზმის მუხლით იძიებს.

“გამოძიების ცნობით, 22 მაისს უკრაინის შეიარაღებული დაჯგუფების წარმომადგენლებმა განახორციელეს თავდასხმა გრაივორონის რაიონზე, ბელგოროდის ოლქში. საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები გახდა ნაღმმტყორცნების და არტილერიის სამიზნე.

ამ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა რამდენიმე სამოქალაქო პირი. ამ დროისთვის ხორციელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია მომხდარის ყველა გარემოების, თავდამსხმელთა ვინაობის დასადგენად”, – აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო უწყებაში.

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში წერია, რომ მოსკოვი პარტიზანული ჯგუფების ბელგოროდზე თავდასხმას გამოიყენებს იმის “მტკიცებულებად”, რომ რუსეთი “ომის მსხვერპლია.”

დაზვერვის ინფორმაციით, 19 მაისიდან 22 მაისამდე ბელგოროდის რეგიონში რუს სამხედროებსა და პარტიზანულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები სულ მცირე სამ ადგილას მოხდა.

ჯერჯერობით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ პარტიზანულ ჯგუფებზეა საუბარი, თუმცა, “რუსეთის თავისუფლების” ლეგიონი რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის შესახებ იტყობინება. როგორც ლეგიონის მებრძოლებმა განაცხადეს, ოპერაცია “რუსეთის მოხალისეთა კორპუსთან” ერთად ჩაატარეს.

ყველაზე სერიოზული შეტაკებები ქალაქ გრაივორონთან მოხდა. შეტაკებების გამო რუსეთმა რამდენიმე სოფლის ევაკუაცია მოახდინა და იმ რაიონებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა, დამატებითი ძალები გაგზავნა.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის სასაზღვრო რაიონებში საფრთხეები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახლა უფრო მეტი შეტაკებებია პარტიზანულ ჯგუფებთან რუსეთის ტერიტორიაზე.

რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ბელგოროდის ოლქში დაძაბული ვითარებაა – გუშინ იყო აფეთქებებიც. რეგიონში ვითარება 21 მაისს, გვიან ღამით დაიძაბა. გუშინ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ გოლოვჩინოში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ “უკრაინელი დივერსანტები” ცდილობენ ბელგოროდის ოლქში შეღწევას – მოგვიანებით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათი საკონტროლო გამშვები პუნქტი სახელწოდებით გრაივორონი, რომელიც ბელგოროდის ოლქში მდებარეობს, ალყაში მოაქციეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button