მნიშვნელოვანირეგიონი
თელავში მანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში – ავტომანქანა 8 წლის მოზარდს დაეჯახა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავში ალაზნის გამზირზე მოხდა.
მოზარდს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.