ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, 28 მაისს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროს სერჟანტს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირების განხორციელებისას ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა.
სერჟანტმა დიდი ბრიტანეთისა და ბელორუსის მოქალაქე ტურისტებს თვითნებურად ხელბორკილი დაადო და სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ გაისროლა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.
დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ იარაღის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო