მნიშვნელოვანირეგიონი

სოფელ გავაზში საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა.

ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ფატმასური კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც სოფელში გზებისა და სახოვრებელი სახლების დატბორვა გამოიწვია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ამ წუთისათვის პარალიზებულია სოფლის ცენტრალური ქუჩა, წყლით არის დაფარული გავაზის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები.

მოსახლეობამ ადგილზე სახანძრო- სამაშველო სამსახური გამოიძახა, რომლებმაც წყლის ამოტუმბვას სამუშაოები უნდა ჩაატაროს.

ვითარებას ართულებს წვიმა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.

რამდენი ოჯახია დაზარალებული ამ დროისათვის, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button