მნიშვნელოვანირეგიონი
თუშეთის ტურისტული სეზონი გაიხსნა

ტრადიციული ღონისძიება “თუშეთის კულტურის დღე” , ახმეტის მუნიციპალიტეტში, ბადაგონის სახლში ჩატარდა.
კულტურის დღეების მონაწილეებმა, თუშური კულტურისა და წეს-ჩვეულებებისთვის დამახასიათებელი გამოფენა დაათვალიერეს და თუშური ფოლკლორული ნაწარმოებები მოისმინეს.
დაინტერესებული პირებისათვის გასაყიდად იყო გამოტანილი თუში მეწარმეების პროდუქცია.
ღონისძიების ფარგლებში, თუში მწერლის, გიორგი ცოცანიძის წიგნის “გიორგობიდან გიორგობამდე” პრეზენტაციაც გაიმართა.
თუშური კულტურის დღეებს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი ესწრებოდნენ.
თუშური კულტურის პოპულარიზაცია, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების დაინტერესებას ისახავს მიზნად.