მნიშვნელოვანირეგიონი
საგარეჯოში ახლობლები და ოჯახის წევრები 82 წლის ქალს ეძებენ

საგარეჯოში ახლობლები და ოჯახის წევრები 82 წლის ქალს ეძებენ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამი დღის წინ გაუჩინარებულ 82 წლის ქალს ეძებენ.
სოფელ გომბორში მცხოვრები ევა თურმანაული სახლიდან 8 ივნისს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
ახლობლების ინფორმაციით, ხანდაზმულ ქალს, ალცჰაიმერის სიმპტომები აღენიშნება.
ოჯახის წევრებმა უკვე შეატყობინეს პოლიციას და სამაშველო სამსახურს, რომლებიც ძებნის პროცესში ჩაერთნენ.