მნიშვნელოვანისიახლეები

13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა.

ტრაგედიას ზუგდიდელი 24 წლის მარიამ ქუთელიას სიცოცხლე ემსხვერპლა.

ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, მარიამ ქუთელიას საფლავზე იმყოფებოდა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

მარიამ ქუთელია, ტრაგედიის დღეს მეგობარ გოგონასთან, ივლიტა ჯიბუტთან და მის მეუღლესთან ერთად, იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მდინარის ადიდების დროს მარიამი ივლიტასა და მის მეუღლესთან ერთად სახლის სახურავზე ავიდა, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა. ივლიტას მეუღლის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს, ორ გოგონას კი ახლობლები ეძებდნენ.

მარიამის გარადაცვალებას თავზარდაცემული მეგობრების სოცალური ქსელით ეხმაურებიდნენ.

,,4-ჯერ პრეზიდენტის სტიპენდიანტი. წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და მაგისტრატურა ISET-ში და ეს უკანასკელი, რომ უფასოდ დაემთავრებინა, რეიტინგში ყოველ თვე ტოპ-ათეულში იყო. დაამთავრა წელს… უჭკვიანესი, უნატიფესი და ულამაზესი ჩემი მარი! აგვისტოში ჩეხეთში უშვებდნენ ტრენინგებზე! ჩემი მარი! არ არსებობს უშენობა, მარი!”

თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button