მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინის კონტრშეტევას მასშტაბურს უწოდებს

უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვების გამოყენებით. ის 4 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს არის ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა, რომელიც იყენებს, როგორც ახლახანს საჯაროდ ვთქვი, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვებს. ეს 4-დან დაიწყო და ახლაც გრძელდება”, – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა განმარტა, რომ არსებული მდგომარეობის შესახებ მორიგი ანგარიში მოისმინა.

გარდა ამისა, პუტინმა ისაუბრა კახოვკის ჰესზე და აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე დამნაშავეა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტრაგედიაში.

მისი თქმით, უკრაინა ამისთვის იბრძოდა მიზანმიმართულად და არაერთხელ დაარტყა HIMARS-ით ჰიდროელექტროსადგურს.

„აბა, ვინ არის დამნაშავე – გასაგებია, რომ უკრაინული მხარე იღწვოდა ამისკენ. იცით, ახლა არ ვიტყვი იმას, რაშიც 100%-ით არ ვარ დარწმუნებული, რადგან მთლიანობაში, დიდი აფეთქებები აქამდე არ დაგვიფიქსირებია. ნგრევა მოხდა, ყოველ შემთხვევაში, ასე შემატყობინეს, მაგრამ მიზანმიმართულად დაარტყეს HIMARS-ით არაერთხელ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურს, საქმეც ამაშია“ , – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი ნამდვილად არ იყო დაინტერესებული ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ტრაგედიით, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა რუსეთის რეგიონებში.

კერძო რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი მიიჩნევს, რომ უკრაინის შეტევის პოტენციალი შორს არის ამოწურვისგან.

„ნებისმიერი შეტევა და მისი შედეგები უნდა შეფასდეს მოწინააღმდეგის პოტენციალის ამოწურვის შემდეგ. რამდენადაც მე მესმის, უკრაინის შეტევის პოტენციალი შორს არის ამოწურვისაგან და ამიტომ, როგორც რუსეთში ამბობენ, წიწილებს შემოდგომაზე ვითვლით. გავა თვენახევარი-ორი თვე და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მიაღწიეს თუ არა მათ შედეგს“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

ამასთან, მისი თქმით, დანამდვილებით არ იცის, გააგრძელებს თუ არა „ვაგნერი“ უკრაინაში მოქმედებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button