მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსულმა აგრესიამ უკრაინაში უკვე 488 ბავშვი მოკლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 15 ივნისის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 488 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 016 -ზე მეტი არასრულწლოვანი.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:

დონეცკის რეგიონში – 464

ხარკოვის ოლქში – 283

კიევის ოლქში – 128

ჩერნიგოვის ოლქში – 71

ლუგანსკის ოლქში – 67

ნიკოლაევის ოლქში – 89

ხერსონის ოლქში – 105

ზაპოროჟიეს ოლქში – 91

დნეპროპეტროვსკის ოლქი – 80.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button