მნიშვნელოვანირეგიონი

გურჯაანში ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის გამო დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს

ჩვენ გადავცემთ საერთაშორისო პარტნიორებს კონკრეტულ სახელებს და გვარებს, ასევე კომპანიებს, რომლებიც უნდა დასაქცირდნენ ივანიშვილის რუსული ინტერესების ასალაგმად”- ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ მედიასთან გააკეთა.

განცხადება, ლევან ხაბეიშვილის, გურჯაანის რაიონული სასამართლოს ეზოში გააკეთა, სადაც 20 მაისს ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის გამო დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ერთ-ერთ ყაზახურ კომპანიაში ისეთი პირის დასანიშნად იბრძვის, ვინც ტვირთებს წარმოშობის სერთიფიკატს შეუცვლის და რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება.

” ნეფტის სანქცირებული ტვირთი შემოვიდა ბათუმის პორტში. გახმაურების შემდეგ მთავრობა იძულებული გახდა, უკან დაებრუნებინა . ერთი წელი გავიდა და არ უთქვამთ ვინ იყო დამნაშავე, ვინ მფარველობდა, დააკავეს თუ არა, ის ადამინები. ამის პარალელურად, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ყაზახურ კომპანიაში, ივანიშვილი და ლილუაშვილი ცდილობენ დაანიშნინონ ისეთი პირი, რომელიც ტვირთებს სერთიფიკატებს შეუცვლის და რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება. იგივე გააკეთეს ყულევში , სადაც აზერბაიჯანიდან წამოსული ტვირთი დაღესტნის გავლით მოხვდა საქართველოში.

ჩვენ გადაცემთ საერთაშორისო პარტნიორებს ყველა გვარს და კომპანიებს, იმისათვის რომ ლილუშვილისა და ივანიშვილის რუსული ინტერესები ალაგმული იყოს.

აქ ჩამოვედი იმ ხალხის მხარდასაჭერად, რომლებსაც უსამართლოდ იჭერენ და დარწმუნებული ვარ, ეგრეთწოდებულ მოსამართლეს გადაწყვეტილება უკვე დაწერილი ექნება.”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ჩაითვლება თუ არა, ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის გამო დაკავებული 15 პირი, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, დიმიტრი ჩიქოვანი, სამართალდამრღვევად.

მსგავსი პოსტები

Back to top button