მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მტერთან 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა- რუსეთმა უკრაინაში 220 450 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, მტერთან 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

“გასული დღის განმავლობაში, მტერმა 59 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 100. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

მტერი აგრძელებს თავისი ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლუჰანსკისა და დონეცკის სრულ ოკუპაციაზე. გასული დღის განმავლობაში, 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 220 450 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3989
ჯავშანტექნიკა – 7735
საარტილერიო სისტემა – 3865
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 610
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 370
თვითმფრინავი – 314
ვერტმფრენი – 305
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3383
ფრთოსანი რაკეტა – 1211
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6613
სპეცტექნიკა – 526
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button